ქვემოთ მოცემული საგარანტიო პირობები ვრცელდება იურიდიულ პირებზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებზე. ალტაში შეძენილ ნივთს (გარდა „საგარანტიო პირობები არ ვრცელდება“ პუნქტისა) აქვს გარანტია 1 წლამდე, თუ გამყიდველსა და მყიდველს შორის არ არის შეთანხმებული სხვა პირობები, რომლებიც აისახება საგარანტიო ტალონის/ბარათის პირველ გვერდზე. მოწყობილობების ბატარეების/ელემენტებისა და დამტენების საგარანტიო ვადა შეადგენს საგარანტიო ბარათზე მითითებული ვადის ნახევარს. ტექნიკაზე, რომელიც გამოიყენება პირდაპირი სამეწარმეო საქმიანობისთვის, კერძოდ, მოწყობილობის დატვირთვა სცდება მისი ფიზიკური პირის მიერ გამოყენების ფარგლებს, საგარანტიო ვადა შეადგენს არაუმეტეს 2 (ორი) თვეს. პირობების დაზუსტება შესაძლებელია “ტექპოინტის” ცხელ ხაზზე დაკავაშირებით ან მისამართზე. საგარანტიო მომსახურება მოიცავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს და ითვალისწინებს ნივთის უფასო შეკეთებას, საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ტექპოინტის სერვისცენტრში, საგარანტიო ტალონში მითითებულ მისამართებზე. გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ ტიპის დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არა პროგრამული). სერვისცენტრში, საგარანტიო მომსახურების მისაღებად, უნდა წარმოადგინოთ საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).